„წინ რთული დღეები გველოდება“ – ბენიამინ ნეთანიაჰუ

Israeli Prime Minister Benjamin Netanyahu speaks during a press conference with Defense Minister Yoav Gallant and Cabinet Minister Benny Gantz in the Kirya military base in Tel Aviv , Israel , 28 October 2023. ABIR SULTAN POOL/Pool via REUTERS/File Photo

ისრაელი მტკიცე პასუხს გასცემს ნებისმიერ აგრესიას, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თეირანში „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს და ბეირუთში „ჰეზბოლას“ ლიდერის მკვლელობის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ისრაელმა დამანგრეველი დარტყმები მიაყენა ირანის ნდობით აღჭურვილ პირებს, მათ შორის, „ჰამასსა“ და „ჰეზბოლას“, თუმცა, ისმაილ ჰანიეზე განხორციელებული თავდასხმა არ უხსენებია და მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აუღია.

„ისრაელის მოქალაქეებო, რთული დღეები გელოდებათ. ბეირუთზე დარტყმის შემდეგ, ყველა მხრიდან მუქარა ისმის. ჩვენ ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ და ერთად გავუმკლავდებით ნებისმიერ საფრთხეს. ისრაელი, ნებისმიერი მხრიდან განხორციელებულ აგრესიას შესაბამის პასუხს გასცემს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ სატელევიზიო მიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები