Bloomberg: უკრაინამ F-16-ის ტიპის გამანადგურებლების პირველი პარტია მიიღო

F-16-ის ტიპის გამანადგურებლების პირველი პარტია უკრაინაში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

სააგენტოს წყაროებმა განაცხადეს, რომ დასავლელი მოკავშირეები ქვეყანას პირველი F-16-ების მიწოდებას ივლისის ბოლომდე დაჰპირდნენ და შესაბამისად, ეს ვადა დაიცვეს. მათი თქმით, თვითმფრინავების რაოდენობა „მცირეა“.

Bloomberg-ის თანამოსაუბრეებს არ დაუკონკრეტებიათ, შეძლებენ თუ არა F-16-ის გამანადგურებლების დაუყოვნებლივ გამოყენებას უკრაინელი მფრინავები, რომლებმაც სათანადო წვრთნები გაიარეს, თუ ამას დამატებითი დრო დასჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები