ჯანმოს ხელმძღვანელი: ღაზის სექტორში პოლიომიელიტის ვირუსი გამოვლინდა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელი, ტედროს ადანომ გებრეისუსი აცხადებს, რომ ღაზის სექტორში პოლიომიელიტის ვირუსი გამოვლინდა.
მისი თქმით, თუ პრევენციული ზომები სწრაფად არ იქნა მიღებული, აღნიშნული დაავადებით ომის შედეგად განადგურებულ ანკლავში ბავშვები მალე დაინფიცირდებიან.
„ღაზაში პოლიომიელიტის გამოვლენა კიდევ ერთი შეხსენებაა იმ მძიმე პირობების, რომელშიც მოსახლეობა აღმოჩნდა. კონფლიქტის გაგრძელება აფერხებს ძალისხმევას პოლიომიელიტის მსგავსი საფრთხეების გამოსავლენად და რეაგირებისთვის“, – წერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელ X-ში.