ვენესუელაში პოლიციასთან შეტაკებებს 11 ადამიანი ემსხვერპლა

ვენესუელაში პოლიციასთან შეტაკებებს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სამართალდამცავმა უწყებამ ქვეყანაში მოქმედ რიგ სტრატეგიულ ობიექტებზე კონტროლი დაკარგა.

მედიის ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად, დაკავებულია 750 ადამიანი.

ინფორმაციისთვის, ვენესუელაში, 29 ივნისს დაწყებული პროტესტი სამოქალაქო არეულობაში გადაიზარდა.
მოსახლეობა ნიკოლას მადუროს მესამე ვადით გაპრეზიდენტებას აპროტესტებს. ოპოზიციის მტკიცებით, მან არჩევნები გააყალბა.

საერთაშორისო ორგანიზაციები ქვეყნის საარჩევნო კომისიას უბნების შედეგების გადამოწმებას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები