ჩინეთმა ამერიკელ კონგრესმენს, ჯიმ მაკგოვერნს სანქციები დაუწესა

ჩინეთმა ამერიკელ კონგრესმენს, ჯიმ მაკგოვერნს სანქციები დაუწესა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მათი ცნობით, ეკინი ამერიკელ კანონმდებელს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს.

ჩინეთის საგარეო უწყების განცხადებით, ჯიმ მაკგოვერნი ბოლო წლებში ხშირად სიტყვიერად და საქმით ერეოდა ჩინეთის საშინაო საქმეებში და ძირს უთხრიდა ჩინეთის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებასა და განვითარების ინტერესებს.

სანქციების მიხედვით, მაკგოვერნსა და მის ოჯახს გაეყინებათ ანგარიშები, აეკრძალებათ ჩინეთში ტრანზაქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესდებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები