კატარის პრემიერი: როგორ შეიძლება შუამავლობამ წარმატებას მიაღწიოს, როდესაც ერთი მხარე მეორე მხარის მომლაპარაკებელს კლავს?

როგორ შეიძლება შუამავლობამ წარმატებას მიაღწიოს, როდესაც ერთი მხარე მეორე მხარის მომლაპარაკებელს კლავს? – ამის შესახებ კატარის პრემიერ-მინისტრმა, მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანიმ „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობასთან დაკავშირებით განაცხადა.

„პოლიტიკური მკვლელობები და მშვიდობიანი მოსახლეობის სამიზნეში ამოღება ღაზაში, ვიდრე მოლაპარაკებები გრძელდება, გვაფიქრებინებს, როგორ შეიძლება წარმატებას მიაღწიოს შუამავლობამ, როდესაც ერთი მხარე კლავს მომლაპარაკებელ მეორე მხარეს? მშვიდობას სჭირდება სერიოზული პარტნიორები და გლობალური პოზიცია ადამიანის სიცოცხლის უგულებელყოფის წინააღმდეგ“, – განაცხადა კატარის მთავრობის ხელმძღვანელმა.

კატარი ისრაელს და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებს. ამასთან, კატარის დედაქალაქ დოჰაში „ჰამასის“ მთავარი პოლიტიკური ბიუროა განთავსებული.

ინფორმაციისთვის, „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი, ისმაილ ჰანიე დღეს თეირანში, საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა. „ჰამასი“ ჰანიეს მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები