ბლინკენი „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობასთან აშშ-ის კავშირს უარყოფს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკას „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობასთან კავშირი არ აქვს.
„ეს [ჰანიეს მკვლელობა] არის ის, რის თაობაზეც ჩვენ არ ვიცოდით და არც ვმონაწილეობდით. რამე ვარაუდის აგება რთულია“, – აღნიშნა მან.
ამასთან, ბლინკენს ჰკითხეს, თუ რა გავლენა ექნება ჰანიეს მკვლელობას ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე ომზე, რაზეც მან უპასუხა:
„მრავალი წლის გამოცდილებამ მასწავლა, რომ არასდროს არ ღირს ვარაუდების აგება იმის შესახებ, თუ რა გავლენას იქონიებს ერთი მოვლენა მეორეზე“.
ინფორმაციისთვის, „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი, ისმაილ ჰანიე დღეს თეირანში, საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა. „ჰამასი“ ჰანიეს მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებს.