ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ომი არ გვსურს, მაგრამ ყველა შესაძლებლობისთვის ვემზადებით
ომი არ გვსურს, მაგრამ ყველა შესაძლებლობისთვის ვემზადებით, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებთან შეხვედრის შემდეგ სამხედრო ბაზაზე განაცხადა.
ინფორმაციისთვის, „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი, ისმაილ ჰანიე დღეს თეირანში, საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა. „ჰამასი“ ჰანიეს მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებს.