ირანის პრეზიდენტი: ირანი ტერორისტ ოკუპანტებს აიძულებს, რომ თავიანთი მხდალი საქციელი ინანონ

ირანი ტერორისტ ოკუპანტებს აიძულებს, რომ თავიანთი მხდალი საქციელი ინანონ, – ასე ეხმაურება ირანის პრეზიდენტი, მასუდ ფეზეშქიანი თეირანში, საჰაერო თავდასხმის შედეგად, „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს დაღუპვას.

„ირანი თავის ტერიტორიულ მთლიანობას, ღირსებასა და თავმოყვარეობას დაიცავს და ტერორისტ ოკუპანტებს აიძულებს, რომ თავიანთი მხდალი საქციელი ინანონ“, – აცხადებს მასუდ ფეზეშქიანი.

ინფორმაციისთვის, თეირანში, საჰაერო თავდასხმის შედეგად, „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი, ისმაილ ჰანიე მოკლეს.

ისმაილ ჰანიე გუშინ, თეირანში ირანის პრეზიდენტის მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრო.

„ჰამასის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ისმაილ ჰანიეს ლაჩრული მკვლელობა უპასუხოდ არ დარჩება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები