რუსეთში არასტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნების მესამე ეტაპი დაიწყო

რუსეთში არასტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნების მესამე ეტაპი დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ცნობით, სწავლების დროს შემუშავდება არასტრატეგიული ბირთვული იარაღის საბრძოლო გამოყენებისთვის რუსეთის ძალების მომზადების საკითხები.

ამასთან, სწავლებაში სამხრეთისა და ცენტრალური სამხედრო ოლქების სარაკეტო დანაყოფების პირადი შემადგენლობა მონაწილეობს.

ინფორმაციისთვის, არასტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნების პირველი ეტაპი მაისში გაიმართა, ხოლო მეორე – ივნისში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები