ჩრდილოეთ კორეაში წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ჩრდილოეთ კორეაში წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ძლიერი წვიმების შედეგად ჩრდილოეთ კორეაში ოთხი ათასზე მეტი სახლი დაიტბორა.

ამასთან, დაიტბორა დაახლოებით 3000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა, მრავალი საზოგადოებრივი შენობა, ობიექტი და გზები.

აღსანიშნავია, რომ დატბორილი ტერიტორიებიდან ჩრდილოეთ კორეის 4 200-ზე მეტი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა.

ინფორმაციისთვის, სტიქიის ზონაში ქვეყნის ლიდერი, კიმ ჩენ ინი ჩავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები