მედია: თავდასხმის დროს ისმაილ ჰანიე თეირანში, ომის ვეტერანთა რეზიდენციაში იმყოფებოდა
თავდასხმის დროს ისმაილ ჰანიე თეირანში, ომის ვეტერანთა რეზიდენციაში იმყოფებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ირანული საინფორმაციო სააგენტო Fars-ი ავრცელებს.
„ჰანიე, რომელიც ირანში პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად იყო ჩასული, თეირანის ჩრდილოეთით, ომის ვეტერანთა ერთ-ერთ სპეციალურ რეზიდენციაში იმყოფებოდა, როდესაც გაშვებულ რაკეტას მოწამეობრივად ემსხვერპლა“, – აცხადებს საინფორმაციო სააგენტო.
ინფორმაციისთვის, თეირანში, საჰაერო თავდასხმის შედეგად, „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი, ისმაილ ჰანიე მოკლეს.
ისმაილ ჰანიე გუშინ, თეირანში ირანის პრეზიდენტის მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრო.