რუსეთი და თურქეთი „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობას გმობენ
რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებში ირანში „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის მკვლელობას გმობენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჰანიეს მკვლელობას „სრულად მიუღებელ პოლიტიკურ მკვლელობა“ უწოდა.
ამასთან, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ ბოგდანოვმა განაცხადა, რომ „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობა „დაძაბულობის შემდგომ ესკალაციას გამოიწვევს“.
„ეს აბსოლუტურად მიუღებელი პოლიტიკური მკვლელობაა, რომელიც დაძაბულობის შემდგომ ესკალაციას გამოიწვევს“, – განაცხადა მიხეილ ბოგდანოვმა.
აღსანიშნავია, რომ განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გააკეთა, რომელმაც ასევე დაგმო „თეირანში განხორციელებული სამარცხვინო მკვლელობა“.
მათივე განცხადებით, „ეს თავდასხმა ასევე მიზნად ისახავს ღაზის ომის რეგიონის მასშტაბით გავრცელებას“.
ინფორმაციისთვის, თეირანში, საჰაერო თავდასხმის შედეგად, „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი, ისმაილ ჰანიე მოკლეს.
ისმაილ ჰანიე გუშინ, თეირანში ირანის პრეზიდენტის მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრო.