მაჰმუდ აბასი: ისმაილ ჰანიეს მკვლელობა არის მშიშარა ქმედება და სახიფათო მოვლენა

პალესტინის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობას „მშიშარა ქმედება და სახიფათო მოვლენა“ უწოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა პალესტინელებს, რომ გაერთიანდნენ, იყვნენ მომთმენი და მტკიცე ისრაელის ოკუპაციის წინაშე.

როგორც „ჰამასში“ დღეს განაცხადეს, ისრაელმა მათი პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე თეირანში, რეიდის დროს მოკლა.

„ჰამასის“ წარმომადგენელმა, სამი აბუ ზუჰრიმ აღნიშნა, რომ ისინი ისრაელთან ღია ომში არიან და მზად არიან, ნებისმიერი ფასი გადაიხადონ.

აღსანიშნავია, რომ „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე ბოლოს საჯაროდ გუშინ ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციაზე გამოჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები