ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ბეირუთზე ისრაელის თავდასხმა დაგმო

ლიბანის პრემიერ-მინისტრმა, ნაჯიბ მიქატიმ ისრაელის არმიის მიერ ბეირუთზე განხორციელებული თავდასხმა დაგმო.

გარდა ამისა, ლიბანის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნულ თავდასხმას „კრიმინალური აქტი“ უწოდა.

„კრიმინალური აქტი“ აგრესიული ოპერაციების სერიაში, რომლებიც კლავენ მშვიდობიანი მოქალაქეებს საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევით“, – განაცხადა ნაჯიბ მიქატიმ.

მანამდე, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბდალა ბუ ჰაბიბმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა გაეროში საჩივრის შეტანას გეგმავს.

ცნობისთვის, ისრაელის არმიამ ბეირუთზე თავდასხმის შესახებ განაცხადა და თქვა, რომ მათი სამიზნე „ჰეზბოლას“ მეთაური იყო, რომელიც გასულ კვირას ისრაელის მიერ ოკუპირებულ გოლანის მაღლობზე მომხდარ თავდასხმაზე იყო პასუხისმგებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები