„ისრაელს უფლება აქვს საკუთარი თავი დაიცვას“ – კამალა ჰარისი ბეირუთზე თავდასხმას ეხმაურება
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი ისრაელის მიერ ბეირუთზე განხორციელებულ მიზანმიმართულ დარტყმებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ისრაელს უფლება აქვს საკუთარი თავი დაიცვას.
„ცალსახად მხარს ვუჭერ ისრაელის უფლებას იყოს უსაფრთხოდ და დაიცვას თავისი უსაფრთხოება. მას აქვს უფლება დაიცვას თავი ტერორისტული ორგანიზაციისგან, როგორიც სწორედ „ჰეზბოლაა“.
ჩვენ ჯერ კიდევ უნდა ვიმუშაოთ დიპლომატიურ გადაწყვეტაზე ამ თავდასხმების დასასრულებლად“, – აღნიშნა ჰარისმა.
ცნობისთვის, ისრაელის არმიამ ბეირუთზე თავდასხმის შესახებ განაცხადა და თქვა, რომ მათი სამიზნე „ჰეზბოლას“ მეთაური იყო, რომელიც გასულ კვირას ისრაელის მიერ ოკუპირებულ გოლანის მაღლობზე მომხდარ თავდასხმაზე იყო პასუხისმგებელი.