თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ყოვლისმომცველი ომი გარდაუვალი არ არის
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ყოვლისმომცველი ომი გარდაუვალი არ არის.
როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს „სჯერა, რომ ამის თავიდან აცილება შესაძლებელია“.
მისი თქმით, თეთრი სახლი მიიჩნევს, რომ კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტა შესაძლებელია, რაც ლიბანელ და ისრაელელ სამოქალაქო პირებს საშუალებას მისცემს „დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში“ და უსაფრთხოდ იცხოვრონ.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, რატომ სჯერათ ამის თეთრ სახლში, ჟან-პიერმა უპასუხა: „რადგან ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ოპტიმიზმი. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია დიპლომატიური გადაწყვეტა. ჩვენ არ გვსურს ესკალაცია, არ გვინდა, ვნახოთ ყოვლისმომცველი ომი“.