ტრამპს საპრეზიდენტო თვითმფრინავის გადაღებვა სურს
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპი მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში საპრეზიდენტო თვითმფრინავს ფერებს შეუცვლის, – ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.
გამოცემა იუწყება, რომ ტრამპი აპირებს საპრეზიდენტო თვითმფრინავი მისთვის საყვარელ წითელ, მუქ ლურჯ და თეთრ ფერებში შეღებოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან რთული და ძვირი იქნება.
აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით ამერიკის საპრეზიდენტო თვითმფრინავი თეთრ ცისფერ და ღია ცისფერ ფერებშია.
ფერთა ასეთი გამა პრეზიდენტ ჯონ კენედის დროიდან მოდის. ტრამპი თვითმფრინავის ფერების შეცვლაზე ჯერ კიდევ მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს ფიქრობდა – 2019 წელს მან ტელეარხ ABC-ს წამყვანს ჯორჯ სტეფანოპულოსს უთხრა, რომ თვითმფრინავისთვის დიზაინის შეცვლა უნდოდა.