ინდოეთში მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 63-მდე გაიზარდა
ინდოეთში მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 63-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფრანს-პრესი“ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ დაღუპულების ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 125 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ინფორმაციისთვის, შემთხვევის ადგილზე მაშველები მუშაობენ, თუმცა სამაშველო სამუშაოებს ძლიერი წვიმა აფერხებს.