პარიზში ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე, ჩვენ მოწმენი გავხდით შეურაცხმყოფელი სცენების ქრისტიანობისა და წმინდა სახარების მიმართ – მსოფლიო საპატრიარქო
მსოფლიო საპატრიარქო პარიზში ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ გახსნის ცერემონიაზე, საზოგადოებამ იხილა შეურაცხმყოფელი სცენები ქრისტიანობისა და წმინდა სახარების მიმართ. ასევე, ეს იყო შეურაცხმყოფელი ყველა ცივილიზებული ადამიანისათვის, რომელიც აღიარებს რწმენის უფლებას და რელიგიური სიმბოლოების პატივისცემას.
“ოლიმპიური თამაშები წარმოადგენს უმაღლეს სპორტულ მოვლენას, რომელიც პლანეტის ყველა კუთხიდან მილიონობით ჩვენი და-ძმის ინტერესს იპყრობს. გახსნის ცერემონიას საზეიმო მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც იგი მასპინძელ ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, ხაზი გაუსვას თავის ისტორიას და ცივილიზაცია გააზიაროს გლობალური მასშტაბის პოზიტიური გზავნილებით. პარიზში გახსნის ცერემონიაზე, სამწუხაროდ, ჩვენ გავხდით ისეთი სცენების მოწმენი, რომლებიც შეურცხმყოფელია ქრისტიანობისა და წმინდა სახარებისთვის, ყველა ცივილიზებული ადამიანისთვის, რომელიც აღიარებს რწმენის უფლებას და პატივს სცემს რელიგიურ სიმბოლოებს.
ამ გამოსახულებებმა არა მხოლოდ ვერ გაამდიდრეს ცერემონია, მათ სინამდვილეში გააღარიბეს ის. ღვთის გმობა არ არის პროგრესი, არც ადამიანების რელიგიური მრწამსის შეურაცხყოფა არის უფლება. ჩვენ ველოდებით, რომ ამდენი ადამიანის მხრიდან ნეგატიური დამოკიდებულებისა და უარყოფის სპონტანურმა გამოხატვამ საკმარისად ძლიერი გზავნილი გადასცა პასუხისმგებელ პირებს და მომავალში მსგავსი ქცევის პრევენციისთვის იმედი იქნება”, – წერია მსოფლიო საპატრიარქოს განცხადებაში.