ზელენსკიმ აშშ-ს დახმარების ახალი პაკეტისთვის მადლობა გადაუხადა

შეერთებული შტატების მხრიდან დახმარების მორიგი პაკეტის გამოყოფის შესახებ გავრცელებულ ცნობას უკრაინის პრეზიდენტი ხარკოვიდან გამოეხმაურა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვაშინგტონს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამერიკული სამხედრო დახმარება ამერიკის ძალისა და ლიდერობის დემონსტრირებაა აგრესიისა და ტერორის წინაშე.

„დღეს ხარკოვის რეგიონში პირადად ვნახე, თუ როგორ გვაძლევს მსგავსი მუდმივი დახმარება საშუალებას, ვიხსნათ სიცოცხლე და დავიცვათ ხალხი რუსული თავდასხმისაგან. რაც ყველაზე მთავარია, ეს დახმარება ამერიკის ძალისა და ლიდერობის დემონსტრირებაა აგრესიისა და ტერორის წინაშე. რაც უფრო ძლიერია მსგავსი ლიდერობა, მით უფრო სტაბილურია მსოფლიო“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ინფორმაციისთვის, აშშ უკრაინას 200 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს გამოუყოფს.

აღსანიშნავია, რომ დახმარების პაკეტში შედის საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობა, HIMARS-ის ტიპის საარტილერიო საბრძოლო მასალა, ნაღმტყორცნები და Javelin-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები