ვიეტნამში, ქვანახშირის მაღაროს ჩამონგრევას 5 ადამიანი ემსხვერპლა
ვიეტნამში, ქვანახშირის მაღაროს ჩამონგრევას 5 ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მათი ცნობით, მაღაროში დაღუპულები სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქვანახშირის მომპოვებელი კომპანიის, „ვინაკომინის“ თანამშრომლები არიან.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ჩრდილოეთ ვიეტნამში, ქუანგნინის პროვინციაში ქვანახშირის მაღაროს ჩამონგრევა ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად შესაბამისმა სამსახურებმა გამოძიება დაიწყეს.