გერმანიამ უკრაინას Leopard 1A5-ის ტიპის ტანკები, ათი დრონი და საბრძოლო მასალა გადასცა

გერმანიამ, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის ფარგლებში, უკრაინას გადასცა 21 ათასი საბრძოლო მასალა „გეპარდის“ თვითმავალი საზენიტო იარაღისთვის (ZSU), 10 ზედაპირული დრონი და ასევე, დანიასთან თანამშრომლობით, რვა Leopard 1A5-ის ტიპის ტანკი.

როგორც რუსული მედია იუწყება, უკრაინისთვის მიწოდებული სამხედრო ტექნიკის განახლებული სია გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

გარდა ამისა, გერმანიამ კიევს ორი ჯავშანტექნიკა (ARV) Bergepanzer 2, 10 სახმელეთო რადარი, დაახლოებით 25 ათასი ჩაფხუტი და ერთი საველე ჰოსპიტალი გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები