ბაიდენი უზენაესი სასამართლოს მასშტაბური რეფორმის ინიციატივით გამოდის

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უზენაესი სასამართლოს მასშტაბური რეფორმის ინიციატივით გამოდის.

ამის შესახებ reuters-ი იტყობინება.

ინიციატივის მიხედვით, რეფორმა სამუდამო ვადით არჩეული მოსამართლეების უფლებამოსილების 18-წლიანი ვადით შეცვლას, ასევე, ქცევის სავალდებულო კოდექსს მოიცავს.

უფრო დეტალურად, ბაიდენი დღეს ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინში, პრეზიდენტ ლინდონის სახელობის ბიბლიოთეკაში დაგეგმილი სიტყვით გამოსვლისას ისაუბრებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები