“გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებული სარჩელი არის ოპოზიციის არათანმიმდევრულობის მწვერვალი” – რაქვიაშვილი

“გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებული სარჩელი არის ოპოზიციის არათანმიმდევრულობის მწვერვალი”, – ამის შესახებ “გირჩის” წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, გირჩი“ ერთადერთია, რომელიც ასეთ შეცდომებს არ უშვებს.

“ენჯეობის“ ნაწილში გასაგებია. შეიძლება, დონორების გადმოსახედიდან ყველა ლეგალური გზა უნდა იპოვო, რომ ინტერესი დაიცვან, მაგრამ პრეზიდენტი, რომელიც არ აღიარებდა სასამართლოს და არ ეთანხმებოდა, რომ კონსტიტუცია დაარღვია სასამართლოს გადმოსახედიდან, ახლა იგივე სასამართლოში მიდის და სამართლიანობას ეძებს. თუ ასე არის, მაშინ რატომ არ გადადგა პრეზიდენტი თანამდებობიდან, როდესაც სასამართლომ კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა. ოპოზიცია, რომელიც ამბობს, რომ კლანით იმართება სასამართლო, სამართლიანობის საპოვნელად ისევ სასამართლოში მიდის.

ყველა გაიქცა, ხელი მოაწერა პრეზიდენტის ქარტიას და რას მოაწერეს, ვერ გაიგეს. ახლაც შეიძლება, ვიღაცამ უბრალოდ უარი ვერ თქვა, როდესაც ვიღაცამ ინიციატივა წამოაყენა. არ ვიცი, მაგრამ საბოლოოდ ეს მათი ასახსნელია. ჩვენ როდესაც ჩავთვალეთ, რომ საკონსტიტუციო არ არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, ყველა ჩვენი სარჩელი გამოვიტანეთ საკონსტიტუციოდან და აღარ მივსულვართ იქ. შენი ინიციატივით რომ მიდიხარ, ცხადია, ეს უცნაურად გამოიყურება. იგივე ლოგიკა, რაც ოპოზიციას ჰქონდა, რომ არ უნდა მისცე შესაძლებლობა, სახის შენარჩუნებით კანონი შეიცვალოს. „ქართულ ოცნებას“ აგენტების კანონში თუ ცვლილება უნდა, ეს შეიძლება, ახლა გააკეთოს საკონსტიტუციო სარჩელის ფარგლებში ისე, რომ დემოკრატიის ზეიმად წარმოაჩენს ამ ყველაფერს. ამიტომ, არ მესმის, რა ლოგიკით მიდის ოპოზიცია და არა ის, ჩვენ რატომ არ ვუერთდებით“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები