საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები იკრიბებიან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები იკრიბებიან. არსებული ინფორმაციით, ისინი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის შესასრულებელი 9 დათქმის შესრულების ანგარიშის მოსასმენად არიან მიწვეული.

შეხვედრაზე დასასწრებად საგარეო საქმეთა სამინისტროში უკვე მივიდნენ: ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ასუნსიონ სანჩეს რუისი, საქართველოში იტალიის ელჩი, მასიმილიანო დ’ანტუონოსა და საქართველოში რუმინეთის ელჩი რაზვან როტუნდუ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები