„მინდა, შევაქო საქართველო ევროპული არჩევანისა და იმ პროგრესისთვის, რომელსაც მათ მიაღწიეს“ – იანოშ ბოკა

„გვინდა, შევინარჩუნოთ განგრძობით განვითარებაზე დაფუძნებული გაფართოების პოლიტიკა. ეს პოლიტიკა უნდა ეხებოდეს ყველა ქვეყანას, რომელიც გაფართოების პროცესშია“, – ამის შესახებ უნგრეთის მინისტრმა ევროკავშირის საკითხებში, იანოშ ბოკამ განაცხადა

„ევროკავშირის გაფართოება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მიმართულებაა. მნიშვნელოვანია, ეს პოლიტიკა დამსახურებაზე იყოს აგებული. უკრაინას ევროკავშირი უპრეცედენტო დახმარებას უწევს აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. მივესალმებით მოლდოვის პროგრესსაც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. მინდა, ასევე შევაქო საქართველო ევროპული არჩევანის გამო და იმ პროგრესისთვის, რომელსაც მათ მიაღწიეს“, – აღნიშნა იანოშ ბოკამ.

უნგრეთში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების ხელმძღვანელები ევროპის გამოწვევებზე მსჯელობენ. შეხვედრას ასევე ესწრება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები