“მჯერა, რომ ჩვენი სპორტსმენები, ჩვენი ოლიმპიელები საქართველოს ჰიმნს ბევრჯერ ააჟღერებენ” – წულუკიანი
„მოხვიდე აქამდე, ეს თავისთავად არის ძალიან დიდი წარმატება და თუ მომზადებისთვის ძალიან დიდი ფიზიკური შრომაა ხოლმე საჭირო. იმ რამდენიმე წუთში, როდესაც წყდება გამარჯვების ბედი, რა თქმა უნდა ეს ნერვების ომიც არის და ეს გამოცდილების შედეგად დაიძლევა”, – ასე ეხმაურება კულტურისა და სპორტის მინისტრი, თეა წულუკიანი პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენების გამოსვლას.
“წინ ბევრი დღეა, ბევრი შეჯიბრება, ბევრი ნერვიულობა. მაგრამ მე მჯერა, რომ ჩვენი სპორტსმენები, ჩვენი ოლიმპიელები საქართველოს ჰიმნს ბევრჯერ ააჟღერებენ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.