გოგი მეშველიანი მეკარტოფილე ფერმერებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბოლნისის,დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი ბოლნისის სამაჟორიტარო ბიუროში, მეკარტოფილე ფერმერებს შეხვდა სოფელ ნახიდურიდან.  იმსჯელეს  არსებულ გამოწვევებზე და მათი დაძლევის გზებზე.

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ბოლნისის მუნიციპალიტეტში განხორციელდა არაერთი პროექტი მწყობრიდან გამოსული სამელიორაციო არხების რეაბილიტაციის მიზნით,  ფერმერები კვლავ საუბრობენ სარწყავი წლის  მიწოდების სიმცირეზე.

ჩვენთვის,  პრიორიტეტულია  ჩვენი  საზოგადოების ყველა წარმომადგენლის ინტერესების დაცვა, მათი მოსაზრებების მოსმენა  და გაზიარება, შესაბამისად ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ კომუნიკაციას შესაბამის უწყებებთან არსებული საკითხების გადაწყვეტის მიზნით.“- განაცხადა გოგი მეშველიანმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები