ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ 6 თვით გაახანგრძლივა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ ექვსი თვით, 2025 წლის 31 იანვრამდე გაახანგრძლივა. შესაბამისი გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ მიიღო.

„იქამდე, სანამ რუსეთის ფედერაცია თავისი უკანონო ქმედებებით აგრძელებს ძალის გამოყენების შესახებ აკრძალვის დარღვევას, რაც საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ვალდებულებების სერიოზული უგულებელყოფაა, სათანადო რეაგირებაა, რომ ევროკავშირის მიერ დღემდე მიღებული ყველა ზომა შენარჩუნდეს და თუ ამის საჭიროება იქნება, დამატებითი ნაბიჯებიც გადაიდგას“, – ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები