ბოლნისის მერია: მოქალაქეთა კომფორტული გადაადგილების მიზნით, სოფელ სამტრედოში ბეტონის ახალი გზა მოეწყო

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა, პირველ მოადგილესთან, ბუბა გობეჯიშვილთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, გიორგი მირიანაშვილთან, ერთად სოფელ სამტრედოში შიდა საავტომობილო გზის მშენებლობის დასრულებული პროექტი მოინახულა.

პროექტის ფარგლებში, სოფელში 404 გრძივი მეტრი ბეტონის გზა დაიგო. ასევე, მოეწყო სანიაღვრე ქსელი.

ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 300 000 ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები