სამტრედიაიში მრავალბინიანი კორპუსების, სავარჯიშო სივრცეები და საწრეტი არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარე სამუშაო პროცესი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

დაბა კულაშში, თამარ მეფის N7 მრავალბინიან კორპუსს დასავლეთისა და აღმოსავლეთის ავარიული ფასადები უწესრიგდება.

ადგილობრივთა მოთხოვნით საბავშვო, მოსასვენებელი და სავარჯიშო სივრცეები ეწყობა ე.წ. ნინოშვილის უბანში, წყაროსთან.

ირმა ჟირჟოლიანი –  ადგილობრივი: „ჩვენი ბინის კორპუსის ფასადი სავალალო მდგომარეობაში იყო. ადგილობრივებმა მივმართეთ მერს ჩვენი საჭიროების მოსაგვარებლად და წლების პრობლემა გვარდება.”

პარალელურად ქალაქის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს წყალარინების სისტემის მოწყობა რეაბილიტაციის სამუშაოები.

რუსთაველისა და თამარ მეფის ქუჩების

შემაერთებელ მონაკვეთზე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ამ პროექტით გაფართოვდა შემკრები არხი, რომელიც გააუმჯობესებს სამტრედიის ქუჩებში საწრეტი არხების მდგომარეობას.

,,სამტრედიაში დიდ პრობლემას ქმნის გაწვიმების დროს ქალაქის დატბორვა. ამ არხების რეაბილიტაციით დიდ პრობლემას მოვხსნით”,- აცხადებს დავით ბახტაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები