დონალდ ტრამპი: ოვალურ კაბინეტში ჯო ბაიდენის გამოსვლა ძალიან ცუდი იყო
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის ოვალურ კაბინეტში სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა.
„ჯო ბაიდენის ოვალური კაბინეტიდან გამოსვლა ძლივს გასაგები და ძალიან ცუდი იყო!“,- წერს დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში.
ინფორმაციისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა არჩევნებიდან კანდიდატურის მოხსნის შემდეგ ოვალური კაბინეტიდან ერს პირველად მიმართა.
ბაიდენმა აღნიშნა, რომ პატივს სცემს თანამდებობას, თუმცა უფრო მეტად საკუთარი ქვეყანა უყვარს, ამიტომ ესტაფეტას ახალ თაობას გადასცემს.