კამალა ჰარისი მილუოკიში მხარდამჭერებს შეხვდა

საპრეზიდენტო კამპანიის დაწყების შემდეგ პირველად, კამალა ჰარისი მილუოკიში მხარდამჭერებს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა უისკონსინის შტატის უესტ-ალისის უმაღლეს სკოლაში 3000-მდე მხარდამჭერს სიტყვით მიმართა.

„საბოლოოდ, ამ არჩევნებზე თითოეული ჩვენგანის წინაშე დგას შეკითხვა: როგორ ქვეყანაში გვსურს ცხოვრება? გვსურს ვიცხოვროთ თავისუფლების, თანაგრძნობისა და კანონის უზენაესობის ქვეყანაში თუ შიშის, ქაოსისა და სიძულვილის ქვეყანაში? თითოეულ ჩვენგანს ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა აქვს. ძალაუფლება ხალხის ხელშია“, – განაცხადა კამალა ჰარისმა.

შეგახსენებთ, კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიის ცნობით, ჯო ბაიდენის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის მოხსნიდან 36 საათში კამპანიამ 100 მილიონ დოლარზე მეტი შეაგროვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები