რუსებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს – არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსეთის არმიამ დონეცკის ოლქის ტერიტორიული თემები დაბომბა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა.

როგორც უკრაინული მედია იუწყება, ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის საოლქო პროკურატურა სოციალურ ქსელ Facebook-ზე ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, დაწყებულია წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევის ფაქტზე (უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის 1-ელი, მე-2 ნაწილები).

გამოძიების ინფორმაციით, 23 ივლისს, 17:20 საათზე, რუსულმა ძალებმა ლიმანში საცხოვრებელი ფართი დაბომბეს, რის შედეგადაც 58 და 66 წლის ასაკის ორი ადგილობრივი დაიღუპა.

დაშავებულია 50 და 74 წლის ორი ქალი და 51 წლის მამაკაცი. წინასწარი ინფორმაციით, აგრესორი სახელმწიფოს არმიამ „ისკანდერის“ ტიპის რაკეტა გამოიყენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები