რუსეთმა იაპონიის 13 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
მოსკოვი, ტოკიოს სანქციების საპასუხოდ, იაპონიის 13 მოქალაქეს რუსეთში შესვლას აუკრძალავს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
„სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იაპონიის სანქციების საპასუხოდ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამუდამოდ აიკრძალოს რუსეთის ფედერაციაში შესვლა შემდეგი იაპონიის მოქალაქეებისთვის: იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს პრეზიდენტი ტანაკა აკიჰიკო, Toyota Motor Toyoda Akio-ს საბჭოს თავმჯდომარე, Rakuten-ის კორპორაციის დამფუძნებელი მიკიტანი ჰიროში და სხვები“, – აცხადებენ სამინისტროში.