„სასაცილოა“ – თეთრი სახლის პრესმდივანი ბაიდენის გადადგომის შესახებ მოწოდებებზე

თეთრი სახლის პრესმდივანი, კარინ ჟან-პიერი პრეზიდენტ ბაიდენის გადადგომასთან დაკავშირებით ზოგიერთი „რესპუბლიკელის“, მათ შორის, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატ ჯეი დი ვენსის მოწოდებას გამოეხმაურა.

კარინ ჟან-პიერის შეფასებით, მსგავსი მოწოდებები სასაცილოა.

„პრეზიდენტმა გადაწყვიტა კენჭისყრაზე მონაწილეობა აღარ მიიღოს. ეს არის ის, რაც მან გადაწყვიტა. მას სურს გააგრძელოს საქმის კეთება. ვფიქრობ, ეს აჩვენებს, თუ რისი გაკეთება შეუძლია, ვფიქრობ, ეს აჩვენებს რამდენად მნიშვნელოვანია მისი ლიდერობა“, – აღნიშნა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები