“მინდა, ვუთხრა უკანონოდ დაკავებულების ოჯახების წევრებს, რომ პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ თითოეული მათგანი საკუთარ ოჯახში არ დაბრუნდება” – ანთაძე
„მთავარი აქცენტი გაკეთდა უკანონოდ დაკავებული ჩვენი თანამოქალაქეების ბედზე”, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 120-ე შეხვედრის შემდგომ ისაუბრა.
“რამდენიმე დაკავებული ელოდება ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებას. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჰუმანიტარული მიდგომის გამოყენების აუცილებლობა. მინდა, ვუთხრა უკანონოდ დაკავებულების ოჯახების წევრებს, რომ ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ თითოეული მათგანი საკუთარ ოჯახში არ დაბრუნდება”, – განაცხადა ანთაძემ.