ბანგლადეშის უზენაესმა სასამართლომ სამთავრობო სამუშაოების კვოტები შეამცირა, რამაც მასობრივი პროტესტი გამოიწვია – შედეგად 114 ადამიანი დაიღუპა

ქვეყნის უზენაესი სასამართლოს სააპელაციო განყოფილებამ დაადგინა, რომ სამთავრობო სამუშაოების 93% ღია უნდა იყოს დამსახურებაზე დაფუძნებული კანდიდატებისთვის, რამაც სტუდენტური პროტესტი გამოიწვია, რომელსაც ბოლო დღეებში სულ მცირე 114 ადამიანი ემსხვერპლა, – წერს Reuters გენერალურ პროკურორზე დაყრდნობით.

სასამართლომ დაავალა მთავრობას, ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა ოჯახებისთვის გარანტირებული სამუშაო ადგილების კვოტა 30-დან 5%-მდე შეემცირებინა. სამუშაო კვოტების დარჩენილი 2% განკუთვნილია ეთნიკური უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

ინტერნეტი ბანგლადეშში ხუთშაბათიდან შეჩერებულია, რის გამოც ქვეყანა მოწყვეტილია გარე სამყაროსთან. BBC-ის ცნობით, ქვეყნის დედაქალაქი დაკა სასამართლოს გადაწყვეტილებას ცარიელი ქუჩებით შეხვდა, რადგან ბანგლადეშში მეორე დღეა რაც კომენდანტის საათი დაწესდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები