რუსუდან გლურჯიძის ფილმი „ანტიკვარიატი” ვენეციის კინოფესტივალის პროგრამაშია წარდგენილი

ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით გადაღებული რუსუდან გლურჯიძის ფილმი „ანტიკვარიატი” წარდგენილია ვენეციის კინოფესტივალის პროგრამაში – „საავტორო დღეები”.
„ანტიკვარიატი” არის საქართველოს, შვეიცარიის, გერმანიისა და ფინეთის კოპროდუქცია. ეს არის გულის ამაჩუყებელი იგავი მიგრანტების იმედებისა და მისწრაფებების შესახებ უცნობ სამყაროში. ფილმი შთაგონებული იყო 2006 წელს რუსეთიდან ქართველების მასობრივი უკანონო დეპორტირებით.
მთავარ როლებს ასრულებენ: სალომე დემურია, სერგეი დრეიდენი, ვლადიმერ დაუშვილი და ვლადიმირ ვდოვიჩენკოვი.
აღსანიშნავია, რომ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე კინოინდუსტრიის საერთაშორისო ექსპერტთა ჟიურიმ სალომე დემურია 2023 წლის 10 ევროპელ ტალანტს შორის გამოარჩია და ის სწორედ რუსუდან გლურჯიძის ამ ფილმში შესრულებული როლისთვის ევროპული კინოს „ამომავალ ვარსკვლავებს“ შორის დაასახელა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები