ანსამბლი „რუსთავი” საქართველოს რეგიონებში კონცერტებს მართავს
ანსამბლი „რუსთავი”, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონებში ტურნეს მართავს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ტურნეს ფარგლებში პირველი კონცერტი ქუთაისში ჩატარდა.
მომდევნო კონცერტი 21 ივლისს მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში გაიმართება.