გივი მიქანაძე: ქუჩაში რომ გავიდეთ და გამვლელებს ვკითხოთ, 10-დან 9 მოქალაქე მაინც იტყვის, რომ წინა ხელისუფლების მმართველობის პირობებში, დღეს მშვიდობა ვერ გვექნებოდა
ქუჩაში რომ გავიდეთ და გამვლელებს ვკითხოთ, 10-დან 9 მოქალაქე მაინც იტყვის, რომ წინა ხელისუფლების მმართველობის პირობებში, დღეს მშვიდობა ვერ გვექნებოდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებამ წინა ხელისუფლების მმართველობისას რთული პერიოდი გაიარა და ეს საფრთხეები დღემდე არსებობს.
„ძალიან მარტივად შეგვიძლია გავაკეთოთ ექსპერიმენტი: გავიდეთ ქუჩაში და გამვლელებს ვკითხოთ: გვექნებოდა თუ არა მშვიდობა, წინა ხელისუფლება რომ ყოფილიყო დღეს ხელისუფლებაში? დარწმუნებული ვარ, რომ 10-დან 10 თუ არა, 10-დან 9 მაინც იტყვის, რომ ვერ გვექნებოდა მშვიდობა. ეს არის მარტივი პასუხი ჩვენი ოპონენტების მხრიდან ერთგვარ სპეკულაციაზე. არაფერთან არ გვაქვს საქმე, გარდა იმისა, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი დარწმუნდა, რა რთული პერიოდი გაიარა და დღემდე ეს საფრთხეები არსებობს. ჩვენ ვხედავთ, რომ ის წნეხი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მიმართ იყო კვლავაც არის და სხვადასხვა ფორმაში აისახება“, – აღნიშნა მიქანაძემ.