მერობის კანდიდატი საკრებულოს არჩევნებში კენჭისყრას ვეღარ შეძლებს

  თბილისის მერობის კანდიდატი, იმავდროულად, თბილისის საკრებულოს არჩევნებში კენჭს ვერ იყრის და პირიქით, საკრებულოს სიაში მყოფი პირი მერობის კანდიდატი ვეღარ იქნება. ეს წესი როგორც საკუთრივ თბილისთან, ასევე იმ თვითმმართველ ქალაქებთან და მუნიციპალიტეტებთან მიმართებაშიც შემოდის, სადაც მერები და გამგებლები პირდაპირი წესით აირჩევიან. შეზღუდვა, რომელიც ახლა პარლამენტში ინიცირებული პროექტით შედის, აქამდე არ არსებობდა. საარჩევნო სუბიექტის მიერ დასახელებულ დედაქალაქის მერობის კანდიდატს შეეძლო, იმავდროულად, საკრებულოს სიაშიც ყოფილიყო. პროექტში კი წერია, რომ თბილისის საკრებულოს არჩევნებში კანდიდატად წარდგენილი პირი არ შეიძლება, იმავდროულად, წარდგენილი იყოს თბილისის მერის, სხვა თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს, მერის/გამგებლის არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობისთვის. ანალოგიური რამ განსაზღვრულია სხვა თვითმმართველ ერთეულებთან მიმართებითაც. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული შეზღუდვა პარტიებს დააზარალებს. უმცირესობის წევრი ხათუნა გოგორიშვილი იმასაც ამბობს, რომ ამგვარი აკრძალვა კონკრეტული პირების გამო კეთდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები