17 ივლისი კოკი მახარაძის დაბადების დღეა
17 ივლისი კოკი მახარაძის დაბადების დღეა. მხატვარს დღეს 95 წელი შეუსრულდებოდა.
„ფერმწერი და ბატალისტი კოკი მახარაძე მრავალი მონუმენტური ტილოს ავტორია. მხატვარი სახვითი ენის ძიების პროცესში მთავარ აქცენტს ისტორიულ-ჰეროიკულ ჟანრზე აკეთებს და მრავალფიგურიან, დიდი ზომის თემატურ ტილოებს ქმნის.
თავის ნამუშევრებში ხშირად იყენებს ალეგორიას, ქართული ეპოსის სახე-სიმბოლოებს, რითიც გამორჩეული, ეროვნულ მოტივებზე დაფუძნებული მხატვრული სამყარო შექმნა.
საბჭოთა პროპაგანდისტულ აზროვნებასთან დაპირისპირების გამო მხატვრის შემოქმედება დიდი ხნის განმავლობაში იდევნებოდა, თუმცა რთული და დაუღალავი შრომის შედეგად, კოკი მახარაძემ დიდი წვლილი შეიტანა ქართული ხელოვნების განვითარებასა და მის გათავისუფლებაში“, – ნათქვამია ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.