მწერალ ლელა ლაშხთან შეხვედრა გაიმართება

18 ივლისს, 19:00 საათზე, გამომცემლობა „პალიტრა L”-ის ორგანიზებით, მწერალ ლელა ლაშხთან შეხვედრა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებაზე მკითხველს საშუალება ექნება, პირადად შეხვდეს ავტორს, დაუსვას მას შეკითხვები და მიიღოს ავტოგრაფი
წიგნი ახალგაზრდა ქალის წინააღმდეგობებით აღსავსე ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს, რომლის ამბავიც საქართველოს უახლესი ისტორიის ფრაგმენტებსაც იტევს.
„ძალადობისა და მახინჯი ტრადიციების მსხვერპლი ქალი მსხვერპლის როლიდან გამოდის და მიდის ყველასა და ყველაფრისგან, რამაც მისი ტრაგიკული ყოფა განაპირობა. მაგრამ პიროვნების ტრანსფორმაცია ყოველთვის როდი ნიშნავს წარსულისგან გათავისუფლებასა და საკუთარი თავის პოვნას – აქამდე მთავარმა გმირმა ნეირონის ექსპერიმენტი და კიდევ წინააღმდეგობებით მოფენილი გრძელი გზა უნდა გაიაროს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
წიგნის რედაქტორია – თეა ბარამაშვილი; ყდის ილუსტრაცია – ანა ითონიშვილის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები