რობერტ ფიცო დონალდ ტრამპზე თავდასხმის შესახებ – „სცენარი იდენტურია“

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოლიტიკური ოპონენტები საზოგადოებას იქამდე აქეზებენ, სანამ ვინმე საწყალი იარაღს არ აიღებს –  ამგვარი კომენტარი გააკეთა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ აშშ-ს საპრეზიდენტო კანდიდატის მკვლელობის მცდელობაზე.

პრემიერმა საკუთარ თავზე თავდასხმა გაიხსენა და ვითარების მსგავსებაზე გაამახვილა ყურადღება.

„სცენარი იდენტურია. ტრამპის პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ მის გადაფარვას და როდესაც  ვერ ახერხებენ ამას, ისინი უბრალოდ საზოგადოების პროვოცირებას იწყებენ, სანამ რომელიმე ღარიბი, საწყალი ბიჭი ხელში იარაღს არ აიღებს”, – განაცხადა მან.

ფიცოს თქმით ამას მოჰყვება გამოსვლები შერიგების, სიმშვიდისა და პატიების აუცილებლობის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები