პოლიტიკოსებმა მთელი მსოფლიოდან ტრამპს, მისი სიცოცხლის მოსპობის მცდელობის შემდეგ, მხარდაჭერა გამოუცხადეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა კეირ სტარმერმა განაცხადა, რომ ის შეძრწუნებულია შოკის მომგვრელი სცენებით: „პოლიტიკური ძალადობის, ნებისმიერი ფორმით, ადგილი არ არის ჩვენს საზოგადოებებში”.

ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკომისიის პრეზიდენტი: „ძალიან შოკირებული ვარ ყოფილი პრეზიდენტის ტრამპის წინასაარჩევნო მიტინგის დროს მომხდარი სროლით, ვუსურვებ დონალდ ტრამპს სწრაფ გამოჯანმრთელებას… პოლიტიკურ ძალადობას ადგილი არ აქვს დემოკრატიაში.

ჯოზეფ ბორელი, ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელი: „შოკირებული ვარ ტრამპზე თავდასხმის ამბით. ჩვენ კიდევ ერთხელ მოწმენი გავხდით პოლიტიკოსების მიმართ მიუღებელი ძალადობის აქტის”.

ენტონი ალბანეზი, ავსტრალიის პრემიერ მინისტრი: „დემოკრატიულ პროცესში ძალადობის ადგილი არ არის. მე შვებით ამოვისუნთქე როდესაც გავიგე, რომ ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი ახლა უსაფრთხოდ არის.”

ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი: „ამგვარ ძალადობას არ აქვს გამართლება, მას არ აქვს ადგილი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში“.

ვიქტორ ორბანი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი: „ჩემი ფიქრები და ლოცვები პრეზიდენტ ტრამპთანაა ამ ბნელ საათებში“.

ლუის ინასიო ლულა და სილვა, ბრაზილიის პრეზიდენტი: „ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე თავდასხმა კატეგორიულად უნდა უარყოს დემოკრატიისა და პოლიტიკაში დიალოგის ყველა დამცველმა. ის, რაც დღეს ვნახეთ, მიუღებელია.”

ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავის X-ში დაწერა, რომ ის და მისი მეუღლე “შოკირებული იყვნენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აშკარა მკვლელობის მცდელობით. ჩვენ ვლოცულობთ მისი უსაფრთხოებისთვის და სწრაფად გამოჯანმრთელებისთვის”.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა დაგმო აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის ტრამპის მიტინგზე სროლა და პოლიტიკოსს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები