„წინ სახიფათო დრო გველის“ – ელონ მასკმა ტრამპს მხარი დაუჭირა

ილონ მასკი დონალდ ტრამპს მხარდაჭერას უცხადებს და  საიდუმლო სამსახურის უფროსს თანამდებობიდან გადადგომისკენაც მოუწოდებს. ის არ გამორიცხა, რომ დანაშაული განზრახ იყო ჩადენილი.

„მე სრულად ვუჭერ მხარს პრეზიდენტ ტრამპს და ვიმედოვნებ მის სწრაფ გამოჯანმრთელებას. …ბოლოს, როდესაც ამერიკას ჰყავდა ასეთი მაგარი კანდიდატი, ეს იყო თეოდორ რუზველტი. ეს უკიდურესი არაკომპეტენტურობაა ან გამიზნულად გაკეთდა. ნებისმიერ შემთხვევაში, საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელობა უნდა გადადგეს“, – წერს მასკი სოციალურ ქსელ X-ში.

მასკი თვლის, რომ „საშიში დრო გველის წინ“. მისი თქმით, ბოლო რვა თვის განმავლობაში დაფიქსირდა ორი შემთხვევა, როცა სცადეს მისი მოკვლა. ეჭვმიტანილები დააკავეს ტესლას შტაბ-ბინიდან დაახლოებით 20 წუთში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები