The New York Post-ი და CNN-ი ტრამპზე თავდამსხმელის ვინაობას ასაჯაროებენ
აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე თავდამსხმელი, სავარაუდოდ, 20 წლის თომას მეთიუ კრუკსი იყო ბეთელ-პარკიდან. ამის შესახებ ამერიკული გამოცემები – The New York Post-ი და CNN-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
“მამაკაცი საწარმოო ქარხნის სახურავზე სცენიდან 119 მეტრში იჯდა”, – აღნიშნავს The New-York Post-ი.
FBI სროლას ტრამპის მკვლელობის მცდელობად მიიჩნევს.
„ამ საღამოს ჩვენ გვქონდა მკვლელობის მცდელობა ჩვენი ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ. ეს ჯერ კიდევ აქტიური დანაშაულის ადგილია”, – განაცხადა კევინ როჯეკმა, FBI-ის პიტსბურგის საველე ოფისის სპეციალურმა აგენტმა.