Irish Independent: ირლანდიის პრემიერ-მინისტრი უკრაინას ეწვევა
ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა საიმონ ჰარისმა მიიღო უკრაინის ლიდერის ვოლოდიმირ ზელენსკის ოფიციალური მოწვევა და უახლოეს კვირებში უკრაინაში ჩასვლას გეგმავს. ამის შესახებ Irish Independent-ი იტყობინება.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ჰარისმა და ზელენსკიმ ძალიან კარგი და პროდუქტიული შეხვედრა გამართეს.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ მას ირლანდიაში შევხვდი, ამან მომცა შესაძლებლობა გამომეხატა ირლანდიის ხალხის თანაგრძნობა უკრაინის ხალხისთვის, უკრაინის პრეზიდენტისთვის ამ სასტიკი და უკანონო რუსული ომის დროს დაღუპულთა გამო. “ – განაცხადა ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა.
ჰარისმა აღნიშნა, რომ ის „აბსოლუტურად შეძრწუნებულია“, რომ რუსეთი აქტიურად იტაცებს უკრაინელ ბავშვებს და მიჰყავს ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მისი აზრით, მსოფლიო ამის შესახებ საკმარისად არ არის ინფორმირებული.